საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 327. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა
1. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
2. ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ან აღნიშნული ორგანიზაციის სახელით ან მისი საქმიანობის ხელშეწყობის ან წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2185 - ვებგვერდი, 16.04.2014წ .
