1.საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ან/და უცხო ქვეყნის ან მისი ორგანოს, პირთა ჯგუფის ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 1 1 . ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში ან ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი



