საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2355 – სსმ I, №18, 24.06.2003 წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1751 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.250 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი