1.დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
2.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე . საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. კარი მეთორმეტე დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ თავი XLI დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ



