საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 195. ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა, გარდა ამ კოდექსის 44 3 მუხლით , 84 1 მუხლით , 131-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 132-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
