საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 384. უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა
1. ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის ან იმისთვის, ვინც ასრულებს სამხედრო სამსახურის მოვალეობას, ანდა მისი იძულება, დაარღვიოს ეს მოვალეობა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება: ა) ჯგუფურად; ბ) იარაღის გამოყენებით; გ) რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
