საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
2. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
2. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №946 – ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2374 – ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5395 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №483 – ვებგვერდი, 07.05.2021წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი