საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 398. სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
