საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება , შეძენა , შენახვა , გასაღება , გადაზიდვა , ტრანზიტი ან გადაგზავნა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31 საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 26.12.2018წ.
