1.ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3.ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
5.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. მუხლი 323 2 . საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა 1. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ან/და უცხო ქვეყნის ან მისი ორგანოს, პირთა ჯგუფის ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 1 1 . ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში ან ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა:
1.ამ მუხლის მიზნებისათვის საერთაშორისო ტერორიზმი გულისხმობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული „საერთაშორისო ტერორიზმის“ განმარტებით გათვალისწინებულ ტერორისტულ საქმიანობას.
2.ამ მუხლის მიზნებისათვის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა გულისხმობს შესაბამისი პერსონალის შერჩევას, წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის შეძენას, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ლოგისტიკური, სადაზვერვო ან ფუნქციონალური დახმარების გაწევას, ტერორისტის პირადი დაცვით უზრუნველყოფას ან სხვა სამხედრო ხასიათის მომსახურებას. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2185 - ვებგვერდი, 16.04.2014წ . საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3699 - ვებგვერდი, 29.06.2015წ.



