საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდუ ლი შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. 2 1 . დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად, თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით სრულწლოვანის მონაწილეობა ან სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ჩაბმა არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. 3 1 . ამ მუხლის 2 1 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირია, აღნიშნული სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული წესები. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №431 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1338 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი