საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
2.ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით .
3.სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. 3 1 . (ამოღებულია - 04.05.2017, №763) . 3 2 . სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა. 3 3 . დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლის 3 2 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4.თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5925 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. 2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით . 3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. 3 1 . (ამოღებულია - 04.05.2017, №763) . 3 2 . სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა. 3 3 . დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლის 3 2 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. 4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5925 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
Изменения, которые прошла эта статья
new aggravating factor: commission of a crime motivated by non-recognition of constitutional order; increased sentencing minimums.
акт об изменении №6803825referenced (the offence cross-cites the Road Traffic Law art.53(1) defining vehicles in the exception clause); not itself amended here.
акт об изменении №6617576Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.