საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 57. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის
1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დროს.
