არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 75. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები
1. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
2. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
3. არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1 წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
