საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
2.ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
3.დასაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ეს უფლებები დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
4.დაკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
5.დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6.მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია დასაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
7.დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.
8.დასაკითხ პირს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4213 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №498 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1293 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1381 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1491 – ვებგვერდი, 16.04.2026წ. თავი VII 29 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. 2. ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო ფიზიკური პირის საცხოვრებელითავისი ადგილისადგილსამყოფლის მიხედვით. 3. დასაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ეს უფლებები დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. 4. დაკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 5. დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია დასაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 7. დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 8. დასაკითხ პირს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4213 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №498 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
State Audit info-request powers (political finance, grants, foreign influence/agent regulation)
акт об изменении №6836621part 1 reformulated: defines a person subject to questioning before a magistrate judge as one withholding information required by the State Audit Service for monitoring political parties, election subjects, or related to grant reporting/foreign agent registration.
акт об изменении №6802991Title and paras 1, 2, 5 reworded: a natural person who may hold information needed for State Audit Office monitoring of a political party/electoral subject/person with declared electoral aim, or for SAO powers under the Anti-Corruption Law, Grants Law or the Foreign Agents Registration Act, and who fails to appear, may be questioned before a magistrate judge on the SAO motion at the person residence; the person must give correct information.
акт об изменении №6698054art 21^110 paras 1 & 2 reformulated: a person possessing information needed by the Anti-Corruption Bureau (ACU) for monitoring political/electoral finances, who does not voluntarily appear, may be questioned before a magistrate judge upon ACU's motion filed at the person’s residence.
акт об изменении №6474412Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.