მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 34^1
1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 1 1 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დასადგენად განახორციელოს პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელმისაწვდომობას.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა; ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები; გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს; ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი; ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა; თ) ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიისგან, პარტიის წევრისგან, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ; ი) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე; კ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები; ლ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს; მ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე; ნ) პირზე ამ კანონის 26 1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე; ო) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია; პ) პარტიის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მას მისცეს მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
