1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები.
4.მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაჰკითხოს პირი, აგრეთვე შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.
5.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ განკარგულება და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) უცხოელისთვის დაკისრებული, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში შესასრულებელი ვალდებულება; თ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი საქართველოს ნებაყოფლობით არ დატოვებს; ი) სახელმწიფო, სადაც უცხოელი უნდა იქნეს გაძევებული; კ) ბრძანების გასაჩივრების წესი; ლ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
6.უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღინიშნება უცხოელის ვინაობა, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“−„გ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
7.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ მოსამართლის ბრძანებას არ ასაჩივრებს.
8.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
added: procedural rule regarding consideration of deportation requests by the judge (30-day timeframe)
акт об изменении №6541697Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.