1.„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შემცირების თაობაზე ან/და საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლამდე ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსის 21 122 მუხლით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოსცემს ბრძანებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^123. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი
Редакция №111 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
