უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 53. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.
3. უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
