საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^15. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები
1. დამცავი ორდერის წარმოება ხდება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს; ე) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საკითხები.
