საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^13. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს; ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ 1 ) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას; დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ; ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს; ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას; ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.
