1.მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.
2.თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.
