საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^35. სასამართლოსათვის მიმართვა
1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. [ 1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი) მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომ − მულტიდისციპლინური ჯგუფი) შუამდგომლობას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48 7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. [ 3. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3039 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
