1.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.პროკურორი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს.
3.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, უკავშირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების მიზნით.
4.თუ ცენტრმა ვერ მოახერხა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, ცენტრს უფლება აქვს, კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს სხვა კომპეტენტურ უწყებას.
5.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი მიმართავს სააგენტოს. ამ მიმართვის საფუძველზე სააგენტო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დანიშვნას.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც სარგებლობს კანონიერი წარმომადგენელი.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შემდგომი ეტაპების კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე.
8.წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გამოთქვას მოსაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ახლო ნათესავთან, ადვოკატსა და მეგობართან; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერი ეტაპის შესახებ; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) განახორციელოს სხვა მოქმედებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დასახმარებლად.
9.კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან/და ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
10.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებისა.
11.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით.
12.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე სარგებლობს სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების უფლებით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.