1.საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
