საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Статья 11. პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება
1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 1 1 . იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.
