საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^75. მოსამართლის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ
Редакция №109 Сверено с действующей редакцией · 14 апр. 2026 г.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
