Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; ბ) აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; გ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე; დ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ე) აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება; თ) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით.
3.სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
4.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
1. სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით; ბ) საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას; გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში მოკვლევის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე; დ) საჩივრის არსებობის შემთხვევაში მოიწვიოს მხარეები მათგან ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად და, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან; ე) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი; ვ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა; ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად; ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში; კ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით; ლ) დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები; მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას. 2. სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მას ამ კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ბ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე; გ) წარუდგინოს მას განსახილველად სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისათვის, მათ შორის: გ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე; გ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას; დ) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას; „ [ დ 1 ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;“; (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] ე) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, ამ ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე. 3. სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. 4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. [ 4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
Изменения, которые прошла эта статья
Agency authority is expanded to approve or reject structural/behavioral remedies offered by parties during concentration reviews.
акт об изменении №5976438The agency's powers are clarified to state that they operate within the bounds of laws including the Law on Electronic Commerce, in addition to existing legislation.
акт об изменении №5825726Expands the agency's powers to request information from economic agents, including confidential data, and outlines procedures for obtaining court orders if necessary.
акт об изменении №4990278The Agency's powers are clarified to state they operate within the bounds of multiple laws, including the ‘Law on Consumer Rights Protection’ and its internal regulations.
акт об изменении №5419708The Agency is now explicitly authorized to submit opinions to the Government regarding the expediency of introducing, reviewing, or abolishing anti-dumping measures.
акт об изменении №4923565Limits Agency powers regarding state entities to requesting documentation related to potential violations and issuing non-binding recommendations – a significant curtailment of enforcement power.
акт об изменении №4919301Expands the agency’s investigative powers to request information on legal, organizational, and economic relationships.
акт об изменении №2294894Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.