1.მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.
2.მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზედაც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და მათ საქმის მასალებს გადასცემს (უგზავნის). მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
