ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 119. კონცენტრაცია
1. კონცენტრაცია, რომლის მონაწილე რეგულირებული საწარმოების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი აქტივების ღირებულება ან წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით) საქართველოს ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, საჭიროებს კომისიისთვის წინასწარ შეტყობინებას. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესები განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.
2. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე.
3. დაუშვებელია ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე.
4. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას,ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეგულირებული საწარმო საწინააღმდეგოს დაამტკიცებს. დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი კომისიის სამართლებრივი აქტით დგინდება.
