1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.
3.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება; გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
4.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5.მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.