საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^98. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე
1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
