1. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა. სააგენტო მისთვის წარდგენილ კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.
2. სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 23. სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება 1. სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуკონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…
Только для информации — не юридическая консультация.
2. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები.
3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომჩივნისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
4. სააგენტო მომჩივანსა და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე ან საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
5. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.
6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე, და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე და მოპასუხე მხარეს პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.
8. საჩივრის ფორმას, წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს და შესაბამის აქტს იღებს სააგენტო. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 24. სააგენტოს მიერ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ: ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია; ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი; გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი; დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ე) საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება; ვ) სააგენტოს მიღებული აქვს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა; ზ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; თ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას სააგენტო თანხმობას განაცხადებს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი 1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
3. სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საქმის მოკვლევის პროცესში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.
5. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ახსნა-განმარტების მისაღებად.
6. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.
7. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობა, თუ: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია; ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება; გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას; დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს: ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას; გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას; დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას. 8 1 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. 8 2 . აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.
10. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა, რათა განმცხადებელსა და მხარეს მიეცეთ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა.
11. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელსა და მხარეს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლისა და მხარის მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
13. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.
14. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
15. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ, მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, მას დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის მოკვლევა განახლდება.
16. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах