საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 35^1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება
Редакция №109 Сверено с действующей редакцией · 14 апр. 2026 г.
თუ ამ კოდექსის VII 2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII 2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442
