1.საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები, საწოვრიანი ბოთლები, საწოვრები და სატყუარები ხარისხით, შემადგენლობით, შეფუთვით და გაფორმებით უნდა შეესაბამებოდეს „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) საფუძველზე განსაზღვრულ სტანდარტებს.
2.ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებს, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთ მასალას უნდა ახლდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემული ინფორმაცია ბუნებრივი კვების უპირატესობის შესახებ. თავი II. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირება
