1.ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. აღნიშნული ექსპორტისთვის სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე − შესაბამისობის სერტიფიკატს.
2.საქართველოში იმპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3.საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანი ცხოველი, შემოსატანი მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.საქართველოდან რეექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები ქვეყნის მიერ სხვა რამ მოითხოვება. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
