სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Статья 57. საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი
1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის , ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე .
