პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 87. მოქმედების სფერო
1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის − შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.
3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება.
4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.
