სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში: ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა; ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა; ა.ვ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება; ბ) ვეტერინარიის სფეროში: ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება; ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება; ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება; ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა; ბ.ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება; ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია; ბ.ლ) იმ ქვეყნების სიის შემუშავება, საიდანაც ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველის საკვების იმპორტი დაშვებულია; ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) მცენარეთა დაცვის სფეროში: გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება; გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება; გ.ე) მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მავნე ორგანიზმის გამოვლენა და მისი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა; გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება; გ.ზ) მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება; გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში; გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე; გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება; გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება; დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება; ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება; ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება; თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა; ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება; მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა; ნ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი