Только для информации — не юридическая консультация.
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საზედამხედველო საფასური; ბ) გრანტები ან/და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულებები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. მზღვეველის მიერ საზედამხედველო საფასურის გადახდის მიზანია, სამსახურმა ეფექტიანად განავითაროს დაზღვევის სფერო, დაიცვას მზღვეველის, დამზღვევისა და მომხმარებლის ინტერესები, აგრეთვე დაფაროს სამსახურის ხარჯები.
3. საზედამხედველო საფასური ირიცხება ცალკე ანგარიშზე, სამსახურის სარგებლობისათვის, რომელსაც მისი მიზნობრივად გამოყენების სრული უფლებამოსილება აქვს.
4. სამსახურის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც აისახება სამსახურის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах