Статья 32. სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება
1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით.
2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 3 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 33. ჯარიმა 1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
