Статья 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
2. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
3. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
4. ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე და აღნიშნული სახელმწიფო დახმარების პირობების ცვლილება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.
5. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და სტრუქტურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი. 6 1 . 2014 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
7. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ.
188).
8. ამ კანონით განსაზღვრული სააგენტოს ის უფლებამოსილებანი, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელია ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება/მიღება, სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცებისთანავე/მიღებისთანავე.
