1.ამ კანონის მე -14 მუხლის მე -6 პუნქტი ამოქმედდეს საცალო მიმოქცევაში გასაშვები წამლისათვის , რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრაციას ან ხელახალ რეგისტრაციას გაივლის 2003 წლის 1 იანვრიდან .
2.(ძალადაკარგულია). 2 1 . ამ კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი − 2014 წლის 1 სექტემბრიდან. 2 2 . ამ კანონის 4 1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით განსახორციელებელ სარეგისტრაციო პროცედურებზე. 2 3 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე დადგენილებით განსაზღვროს საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმით დაშვებული ან დაშვებისთვის გამიზნული ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ეტაპები და სხვა პირობები. 2 4 . საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცება. 2 5 . სამინისტრომ არაუგვიანეს 2023 წლის 15 იანვრისა უზრუნველყოს შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების პროცესის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2 6 . ამ კანონის 37 11 და 37 12 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა 2023 წლის 15 მარტამდე (გარდამავალი პერიოდი) გამოიწვევს სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობას მხოლოდ გაფრთხილების სახით.
3.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
4.ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის შემუშავება; ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმების დამტკიცება.
5.2009 წლის 15 დეკემბრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ კანონის მე -6, მე -7 და მე -8 მუხლები . საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 შეცდომების გასწორება – სსმ I, №5, 21.03. 2002 წ., გვ.11 საქართველოს 2002 წლის 10 აპრილის კანონი №1356 – სსმ I, №9, 26.04.2002წ., მუხ.43 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1848 – სსმ I, №2, 09.01.2003წ., მუხ.5 საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1918– სსმ I, №45, 01.11.2005წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №23 - სსმ I, №11, 04.07.2008წ., მუხ.79 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149 საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №907 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1862 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 თებერვლის კანონი №1394 – ვებგვერდი, 23.02.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 17 აპრილი. №659 – IIს
