1.აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა − ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის , ინტერნეტის , გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.
2.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.
3.აკრძალულია: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.





