1.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას.
2.ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისის შესრულებისას , საერთაშორისო ღონისძიების ( ველოსპორტი , ავტორალი და სხვა ) , მათ შორის , უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ერთობლივი სამხედრო წვრთნის , ჩატარებისას , შესაბამისად , მგზავრთა თვის და ღონისძიებაში მონაწილე პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია ( თუ ამას ითვალისწინებს ჩასატარებელი ღონისძიება ) II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა და საქართველო დან გატანა . ეს პროცესი არ განიხილება იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად .
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიების დაწყებამდე დაინტერესებული ორგანიზაცია (უწყება) წერილობით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მისამართით გასცემს შესაბამის წერილს, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გატარების ან გატარებაზე უარის თქმის საფუძველია. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
