1.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .
2.ნებართვას არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება, რომელიც სამედიცინო მომსახურების ნაწილია.
