Статья 5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კონტროლის რეჟიმი
1. I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
2. II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
3. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი.
4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის, პრეპარატებზე, ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.
