1.გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს: ა) მეუღლეს; ბ) შვილს; გ) მშობელს; დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს; ე) ძმას, დას; ვ) ძმისწულს, დისწულს; ზ) ბებიასა, პაპას; თ) ბიძას, დეიდას, მამიდას; ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.
2.თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.
