1.საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების ან ავარიული სტადიის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ოპერაციის შედეგებს აცნობებს საძიებო-სამაშველო კოორდინატორს, მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სამაშველო ერთეულებს და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ან/და დაინტერესებული იყვნენ ამ ოპერაციებით.
2.ადამიანებისა და გემის გადარჩენის შემდეგ, აგრეთვე თუ დადგ ინდა, რომ შემდგომი ძიება უშედეგოა, საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი სამაშველო ოპერაციებს დასრულებულად აცხადებს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6975 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III თანამშრომლობა და მოქმედებათა კოორდინაცია
