სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 27. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება
1. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ორგანიზებას უწევს და შესაბამისი ღონისძიებების მართვას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
2. ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადიან, ხანძარს აქრობენ ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ უპირობო წესით.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ხანძრის ჩაქრობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში ჩააბას ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალები, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობას კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
4. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის მართვა ხორციელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
